მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა იპოვა ექსპერტიზამ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში - ადვოკატის განმარტება

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროს შენობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერში მიმოწერის პროგრამები ლოკალურად არ იყო დაყენებული. ასევე, ნახეს მომხმარებლის 193 ათასი ფოტო და 448 ვიდეო. სხვა ფაილები არ არსებობს.

„იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? - ეს არის არა თუ პროგრამისთვის, კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპი, არამედ ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის კომპიუტერია“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.