მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პოლიცია ეძებს

საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ, მერაბ ბესელიას პოლიცია ქვეყნის მაშტაბით ეძებს. მას გამოძიება მორაგბე რამაზ ხარაზიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ ბესელიას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა.

რაგბის კავშირში შეხვედრის მიმდინარეობის დროს რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია ცალკე ოთახში გადავიდნენ, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ მერაბ ბესელიამ ფეხის არეში დაჭრა ხარაზიშვილი.

ასევე არსებული ინფორმაციით, რაგბის კავშირში არსებობს გარკვეული ფინანსური პრობლემები, რაც კავშირის წევრებმა დიდი ხანია იციან.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს მოხდა.

როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.