მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას?

ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

პოლიცია მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს:

სსკ-ის 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

სსკ-ის 323-ე მუხლი, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე.

სსკ-ის 329-ე მუხლი, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

შესაბამისად, ბადრი ესებუას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.