მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: ბაჩალიაშვილის მამის გადმოცემით, დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი შარშია

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

„მამის გადმოცემით დაუკავშირდა ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და უთხრა, რომ „კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი არის შარში“, - ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

„გამოძიების მხრიდან უნდა მოხდეს ამის დადგენა ვინ იყო ეს პიროვნება, როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და შესაბამისად რეაგირება უნდა მოვახდინოთ. არანაირი წერილი არ არსებობდა, ეს იყო ჩანაწერი, პატარა ფერად ფურცელზე, საგამოძიებო ორგანოებმა გადააგზავნეს მოთხოვნა ყველა ბანკში რა რაოდენობის თანხები ჰქონდა ბაჩალიაშვილს თავის ანაბარზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსია აეჭვებს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი დღეს, 25 ივლისს დაკრძალეს.