მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ეს ასეც იქნებოდა, რადგან ორგანიზებული დანაშაულისას სხვა კვალი არ უნდა არსებობდეს

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზების დასკვნები და ვიდეოკადრები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გამოძიება თავიდანვე თვითკმვლელობის ვერსიას ემხრობოდა.

„ამ კადრებთან დაკავშირებით, მე შეკამათება მქონდა კიდეც პროკურატურაში, როცა გვაჩვენებდნენ, რადგან გამოძიება თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსიას ავითარებდა. ეს აბები არსებობს და მე ამას არ უარვყოფ.

ექსპერტიზის დასკვნა არის სრულიად ჩვეულებრივი და მე მას ვაღიარებ. ეს ასეც იქნებოდა, რადგან ორგანიზებული დანაშაული სწორედ იმგვარია, რომ საქმეში არცერთი სხვა კვალი არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციების გავლის შედეგად მისთვის ცხადი გახდა, რომ აღმოჩენილი ოდენობებით დასახელებული წამლების გამოყენებას მხოლოდ კარგად მცოდნე ადამიანი შეძლებდა.

„ის ოდენობები, რაც აღმოჩნდა სხვადასხვა ორგანოებში შეუძლებელია გამოიყენოს არამცოდნე ადამიანმა. აღნიშნული ოდენონებით ამ წამლების გამოყენებას შესაბამისი ცოდნა სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების რაოდენობა ლეტალობის მინიმუმს ასეულობით აღემატება