მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: ჩემს ოჯახზე იყო მუქარა, უნდათ რომ საქმეს ჩამომაშორონ

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი საქმიდან ჩამოშორება უნდათ.

მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია, მკვლელებს კი, ხელს აფარებენ.

„რა თქმა უნდა მოკლულია, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი დააფარონ. ცდილობენ საქმეს ჩამომაშორონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. თავიდანვე იყო ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე მუქარა, თვალთვალი ჩემი გოგოს მიმართ.

უნდათ, რომ ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრან, მერე სიცოცხლის წართმევასაც მოინდომებენ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის გააკეთონ, სიცოცხლესაც მივცემ“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა. პროკურატურის დატოვების შემდეგ კი, ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ტელეფონი ჩამოართვეს.

შეგახსენებთ,თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.