მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: ხვალიდან ვიწყებთ FBI-სთან დაკავშირებას, პირადი ძალებით

ადვოკატი, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმის გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით ოჯახი ხვალიდან FBI-ს თავად დაუკავშირდება.

„მესმის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამოიწურა უკვე ყველანაირი ვადები. ხვალიდან ვიწყებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. აქამდე მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, თუ რა ფორმით უნდა გადამეგზავნა მე ოფიციალური მოთხოვნა ფედერალური ბიუროს ჩართვის საკითხზე, რადგან გამოძიებისგან ველოდებოდით გარკვეულ პასუხებს, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი ძლებით გავაკეთებთ. მივიღე სრულად ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მივმართოთ ფედერალურ ბიუროს. მესმის, რომ ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, ამიტომ თუ სახელმწიფოც ჩაერთვება, ეს პროცესი უფრო ადვილად და სწრაფად შედგება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილისა და მისი ოჯახის მიმზანმიმართული დისკრედიტაცია, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა შესუსტდეს.

„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მოხდა მკვლელობა. ამის თქმის საფუძველს სამართალდამცველების მხრიდან უგულო დამოკიდებულება და ველდებულებების გამოყუენებლობა ქმნის. ხდება თამარის დისკრედიტაცია, თითქოს 10 წლის ასაკში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და კიდევ ბევრ რამეს აპირებენ. ხვალ მოხდება ის, რომ დავესწრები კომიუტერის დეშიფრაციის პროცესს და შესაძლოა, ფაილების წაკითხვაც მოხდეს. ასევე შესაძლებელია, ხვალ შევთანხმდეთ მანქანის გახსნის თარიღზეც“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, იღებს პასუხისმგებლობას განცხადებაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

„თვითმკვლელობის ვერსია, რაც უნდა ფუთონ, ბუნებაში ვეღარ იარსებებს. დიახ, თამარი მოიცილეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო მკვლელობა“, -განაცხადა ადვოკატმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

ჯერჯერობით უცნობია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კითხვაზე, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი.