მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა FBI-ს უკვე მიმართეს

უფლებადამცველი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შს მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა FBI-ს უკვე მიმართეს.

„ახლა მიდის უკვე ის პროცესი, რომ უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა და რაში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო. ჩვენი მოთხოვნაა, მაქსიმალურად იყოს შესაძლებლობა გამოყენებული, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე კითხვებს ბოლომდე გაეცეს პასუხი.

თუ დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება იყო, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დაპირება არ არის და რეალობაა, შს სამინისტროდან გადავინაცვლებთ პორკურატურასთან და იქ გვექნება პროტესტი“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დადგა საკითხი, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი გადაიგზავნება, თუ ექსპერტები ჩამოვლენ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ვინაიდან ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, მათ პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვეს.