მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო საქმეს? - პაატა ბურჭულაძე გენერალურ პროკურორს მიმართავს

ოპერის მომრერალი

ფონდ „იავნანას“ დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ ოპერის მომღერალი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს.

ოპერის მომღერალი მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უშაულოდ მოიხსენიებს და მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

„გუშინ 20 სექტემბერს გავიდა ზუსტად 3 წელი, რაც საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ. მოგმართავთ შეკითხვით, რას ელოდებით, რატომ არ ხურავთ ამ სამარცხვინო და მავნებლურ საქმეს?

შეგახსენებთ, რომ თქვენი უწყების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში (#13/69583) აღნიშნულია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამი წლის მანძილზე ფონდ „იავნანას“ საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არ არის ცნობილი რომელიმე კონკრეტული პირი“,- წერია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.

მისი თქმით, საქართველოში ალბათ, არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ ხვდება, რომ პირად მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული ეს ბოროტმოქმედება მხოლოდ ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, რაშიც იარაღად გამოიყენეს საქველმოქმედო ფონდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი „იავნანა“ მხოლოდ ჩემს მიერ არ ყოფილა შექმნილი, მის შენებაში დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო და ქართველმა არტისტებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმენებმა, საქართველოს მოქალაქეებმა.

„დღეს ყველა მათგანი თქვენგან ელოდება იმავე პასუხს - თუკი სამი წლის მანძილზე ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეთ ფონდის საქმიანობაში, რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას სიმართლეს და რატომ არ ხურავთ ამ მავნებლურ საქმეს? თან მაშინ, როდესაც ხედავთ რომ მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა სოციალური მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას“, - აღნიშნა ოპერის მომღერალმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი შეთავაზება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელების თაობაზე, მაგრამ ყველა ჯერზე წააწყდა ერთიდაიგივე წინააღმდეგობას: საერთაშორისო ორგანიაციები და არტისტთა სააგენტოები თავს იკავებენ იმ ფონდთან თანამშრომლობისგან, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამარათლის საქმე.

„ფონდ „იავნანას“ მორალური და მატერიალური დარბევის შედეგად, საქართველოში ჩრდილი მიადგა მთლიანად ქველმოქმედების იდეას, აღარავის აქვს სურვილი განახორციელოს მასშტაბური კულტურული და სოციალური აქციები. ზიანი მიადგა ქვეყნის იმიჯს, საერთაშორისო მნიშველობის არტისტები, რომლებიც მანამდე სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად დღეს თავს იკავებენ და ელოდებიან როდის გაირკვევა სიმართლე. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დახმარებას ვეღარ იღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და ფონდის სხვა ბენეფიციარები, რომლებიც მოგვმართავენ თანადგომის იმედით“, - განაცხადა მან.

პაატა ბურჭულაძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველოს პროკურატურას საქმის დახურვისკენ მოუწოდებს.

„წერილის ასლი გაეგზავნა საქართველოში აკრდიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვას.