მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ასეთ მდგომარეობაში ქობულეთელი გოგო, რა გააკეთა მასწავლებელმა?“ - თეა წულუკიანი ქობულეთის ფაქტზე

პარლამენტის წევრი 2021

თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ქობულეთში მომხდარი მოვლენის შესახებ მიმართა და შესთავაზა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს იმის შესახებ, რომ თითოეულმა უწყებამ საქმე კარგად შეასრულოს.

„მე მაინტერესებს როდესაც მასწავლებელს კლასში დაუდის ასეთ მდგომარეობაში ქობულეთელი გოგო რა გააკეთა მასწავლებელმა, ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელსა და დირექტორს ვალდებულება, რომ გამოავლინოს აღნიშნული ფაქტი. რას აკეთებდა სოცმუშაკი?

მე გთავაზობთ, ამ უწყებებთან დაკავშირებით თქვენ აიღეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რომ თითოეულმა უწყებამ საქმე კარგად შეასრულოს. ეს არა არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა ეს არის უწყებათაშორისი საკითხი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი მისმა ბაბუამ საკუთარი სახლის ეზოში იპოვა. საქმეზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.