მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის პოზიცია შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით

ოჯახი შსს-ში მივიდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან ვრცელ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.

როგორც უფლებადამცველმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განუცხადა, ის და ბაჩალიაშვილის მშობლები აღნიშნულ საკითხზე 6 აგვისტოს პრესკონფერენციას გამართავენ.

„შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით ხვალ მშობლებთან ერთად გავაკეთებ განცხადებას პრესკონფერენციაზე. მათთან ამ წუთებში ვაზუსტებ სად და როდის გაიმართება პრესკონფერენცია“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში „ფეისბუქის“ პირადი გვერდის გაუქმებისა და „თვითმკვლელობის საუკეთესო გზების“ შესახებ ინფორმაციას ეძებდა.