სამართალი

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე

თბილისის სააპელაციო
სასამართლომ
გაუპატიურების
მცდელობისთვის მ.დ.
დამნაშავედ ცნო.
1614266833
დაკოპირებულია

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკანორ მელიას საჩივარი დაუშვებლად ცნო, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილებას - განიხილოს საჩივარი საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა წარდგენილ საჩივარს.

რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჩივრის არსებითი განხილვა ვერ მოხდა, საგამოძიებო კოლეგიაში ამგვარად გასაჩივრების დაუშვებლობის გამო, ამავე დროს სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე:

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა; ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია - განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

იხილეთ აგრეთვე:

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

1619174828

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1619174700

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

1619174328

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

1619173794
ჭურვები ზნაურის რაიონში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები აღმოა...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

1619170862
ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქც...

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.