მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბანაძე: ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა

კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე უარყო აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი აირის გამოყენების ფაქტი.

კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ იმ თანამშრომელთა აღჭურვილობაში, რომელიც მასების მართვაში მონაწილეობენ, არის სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის აეროზოლი და ის საჭიროების მიხედვით შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ.

„ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. აქვე ავხსნი, რომ იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს, ასე ვთქვათ, მასებს, არის სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის აეროზოლი, სპრეი, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია“,- განაცხადა კახა საბანაძემ.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 შსს: პოლიციას უფლება ჰქონდა, წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოეყენებინა

🔴 კობახიძე: შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებ