მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საეჭვოა თავდამსხმელის მიზანი, როცა გაღწევის შანსი პრაქტიკულად არ აქვს - კობა ნარჩემაშვილი

ყოფილი შს მინისტრი

„ცოტა მაეჭვებს ეს დემონსტრაციულობა - ქალაქის ცენტრში, ასეთ დროს მოხდა ეს ფაქტი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ყოფილმა შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა PIA.GE -ს ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ თავმდამსხმელების შეჭრასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, თავმდასმხელებთან კვალიფიციური მოლაპარაკებებია საჭირო.

„დარმწუნებული ვარ, არ მოხდება მძევლების დახოცვა“,- აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

თუმცა, ნარჩემაშვილის განცხადებით, როდესაც ეს ფაქტი დღისით, სპეცსამსახურების შენობების გვერდით მოხდა, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„ვის შეიძლება ეს აწყობდეს? - შეიძლება ქვეყნის გარეთ, შეიძლება ქვეყნის შიგნით. ეს დასადგენია.

როდესაც ასეთი რაღაც ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, სპეცსამსახურების შენობების გვერდით ხდება, როცა პრაქტიკულად შანსი არ გაქვს იქიდან გააღწიო და შენს მიზანს მიაღწიო, ანგარების მოტივის სისრულეში მოყვანის განზრახვის პრაქტიკული შანსი არ არსებობს, ეჭვს ბადებს, რომ ამას გარკვეული დემონსტრაციული ხასიათი აქვს და შეიძლება რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, ან რაღაც სხვა ხდება, რომელიც გამოკვლეული უნდა იყოს“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათია ბანკში 20-მდე თანამშრომელი და მოქალაქე მძევლად არის აყვანილი. თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს, მანქანასა და ვერტმფრენს ითხოვენ.