სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინა

სიგარეტი
1610604199
დაკოპირებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი ავრცელებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის...

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611651850

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. 

1611651230

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საპატიმროებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. 

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი კიდევ 38 პატიმარს დაუდასტურდა. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ საკორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. 

1611651200

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის ასაკის ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მიზნით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.

1611651083
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე - Pia.ge

„შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ - მამუკა...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თვითმიზანი არ არის და გარდა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა, მას სხვა ბენეფიტები არ აქვს. 

ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ სახლში აფ...

ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ს...

„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან ?...

საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს.