მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეჯოში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

პოლიცია, შსს, ლენტი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სოფელ იორმუღანლოსთან, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ კაზლარიდან არის და იორმუღანლოში, ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. გზის მეორე მხარეს გადასვლა კი, სავარაუდოდ, სამსახურში წასასვლელად დასჭირდა.

ავტომანქანის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge შსს-ში ცდილობს დეტალების გარკვევას.