მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთი შუამდგომლობით მიმართავს.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ამ სხდომაზე იქნება შეიცვალოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულები გათავისუფლდნენ. არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

✔️ მიხეილ სადრაძე: პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან