მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია - ადვოკატი

თავდასხმა საქართველოს ბანკზე

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.

ნიკა წურწუმიას უფლება დამცველი აღნიშნავს, რომ მას ბრალს ხვალ წარუდგენენ.

„ემოციური ფონი აქვს, იყენებს დუმილის უფლებას. შემდგომში დამშვიდებულზე შევხვდებით საპატიმროში და დეტალურად გავესაუბრებით. ხვალ დღის განმავლობაში წარუდგენენ ბრალს. ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ეს ბრალი მოეხსნება“, - განაცხადა მან.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი 2-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.

აგრეთვე იხილეთ:

📌ვაჟა სირაძე: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

📌„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია