სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს შეხვდა

საქართველოს გენერალური
პროკურორი ირაკლი შოთაძე
ამერიკელ მოსამართლე მარკ
სპეისერს შეხვდა
1620124436
დაკოპირებულია

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაში ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები - ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და მირიან მეგრელიშვილი მონაწილეობდნენ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს​საქართველოს პროკურატურის რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენერალური პროკურორის არჩევის წესი, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატი და ფუნქციონირება, პროკურატურის თანამშრომლების დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკის და დისციპლინის საკითხები, პროკურატურის 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მოსამართლე მარკ სპეისერმა შეხვედრის მონაწილეებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც პროკურატურის ინსტიტუციურ მოწყობაზე, პროკურორის როლზე, ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობაზე, პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციებზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა, მათი გამოცდილების გაზიარება იმ საკითხებზე, რაც პროკურატურისთვის პრიორიტეტულია“, - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

ამერიკელი მოსამართლის, მარკ სპეისერის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ეფექტიანმა მუშაობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს, მათთან ერთად განეხილა, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სისხლისსამართლებრივ დევნას და ასევე გაეზიარებინა მისი გამოცდილება. „მომეცა სასიამოვნო შესაძლებლობა, მენახა გენერალური პროკურატურის რამდენიმე სამმართველოს უფროსის პრეზენტაციები და მესაუბრა მათთან და თავად გენერალურ პროკურორთან. საკმარისად ვერ აღვწერ, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმან, თუ როგორ ეფექტიანად მუშაობენ პროკურატურაში. როგორც ჩანს, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროკურატურის კეთილსინდისიერებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ჯანსაღი საუბარი გვქონდა და მათგან ბევრი ინფორმაცია მივიღე. იმედი მაქვს, შევძელი, მათთვის მიმეცა რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნა მარკ სპეისერმა.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

1620635301

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774
საქართველოს პრეზიდენტმა
ჩრდილოეთ მაკედონიაში
ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიან...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.