სამართალი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ხომალდი შემოვიდა
15:36 15.10
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას ხომალდის მეთაური, ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრამველი დახვდნენ.

ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას და გაღრმავებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე
დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება.

ხომალდი "HMS DRAGON" საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელია. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ეს გემის პირველი ვიზიტია.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 18 ოქტომბერს დატოვებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მი...
11 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერ...
28 წუთის წინ
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნ...
40 წუთის წინ
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი...
47 წუთის წინ
ალექსანდრე მოწერელია აბაშაში,მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში, ჩხორ...
„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწ...
ალიევი: ჩვენმა არმიამ ჯაბრაილისა და გუბა...
„დღეს, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ზანგილანის, ჯაბრაილის, გუ...
ქვემო ქართლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგ...
ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლ...
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთი...