მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახალხო დამცველი ბასილაშვლის ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართველი ჩოქბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილი ცოლის მიმართ განხორძიელებული ძალადობის საქმეს შეისწავლის.

ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებს, მედიას კი თემის გაშუქებისას სტანდარტის დაცვას ურჩევს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომიდნარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“- ნათქვამის სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 21 მაისს დააკავეს, ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სნაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული.