მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია კანონი არ სრულდებოდეს - მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისში 2019

„სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია კანონი არ სრულდებოდეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ბოლო დღეების მანძილზე, ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უამრავი პროვოკაციული ნაბიჯის მიუხედავად, სახელმწიფომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა:

„სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია კანონი არ სრულდებოდეს. დღეს, ბოლო დღეების მანძილზე, ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უამრავი პროვოკაციული ნაბიჯის მიუხედავად, სახელმწიფომ უმთავრესი - კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა და არ დაუშვა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ,“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✔️ ნიკა მელია დღეს მოიტაცეს - ელენე ხოშტარია

✔️ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პოლიციის მიმართულებით მყარ საგნებს ისვრიან - ვიდეო

✔️ ვიდეოჩანაწერი - რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე