მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, 2021 წლის 19-24 თებერვალს ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში განხორციელდა ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე.

„პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის და პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები, ჩადენილი განმეორებით. ჩამორთმეული იქნა აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის წესების დარღვევით არსებული 13 პოზიციის 447 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(2) მუხლის პირველი პუნქტით, 37(4) მუხლის მე-4, მე-6, მე-10 პუნქტებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.