მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები  გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.