მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

მოსამართლის ჩაქუჩი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

დღეს სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდა.

სასამართლო პროცესს თავად დაკავებულები არ ესწრებოდნენ. ისინი პროცესს ონლაინ დისტანციურად დაესწრნენ.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.