მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

დღეს, 2 ოქტომბერს გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება.

პროცესზე სატელეფონო ნომრები და როგორც შემავალი, ასევე გამავალი ზარების ნუსხა იქნება განხილული. ასევე დღევანდელ პროცესზე უნდა დადგინდეს სად და როგორ გადაადგილდებოდნენ ბრალდებული პირები საბედისწერო ღამეს.

დღესვე იგეგმება ბრალდებული პირების გამოკითხვა. პროკურორის ინფორმაციით კი ჩვენების მიცემაზე თანახმა მხოლოდ არჩილ გაგნიძეა.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.