მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ახლახანს გამოაცხადა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ელოდებოდა.

ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდებულისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ მიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არცერთ ქართველს არ ჰყავს გავრილოვის დასაჭერი შვილი“- ნიკა მელიას მამა

„გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნას გაიზიარებს“- მელიას საქმის პროკურორი

„ფიქრობენ, რომელი გადაწყვეტილება დააზარალებთ ყველაზე ნაკლებად“ - ზურაბ ჯაფარიძე მელიას საქმეზე