მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სატელიტური ფოტოების გამომგზავნი მზად არის წარსდგეს საჯაროდ“ - მიხეილ რამიშვილი

უფლებადამცველი

დღეს, 18 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად დასახელდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების გამომგზავნი მზად არის წარსდგეს საჯაროდ და მისცეს ჩვენება პროკურატურას.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას დაურეკა დავითს, პიროვნებას, რომელმაც სატელიტური ფოტოები გადაუგზავნა და ჰკითხა მზად იყო თუ არა წარსადგენად, რის შემდეგადაც დადებითი პასუხი მიიღო.

დავითის თქმით, ბაჩალიაშვილი არის მოკლული და თვითმკვლელობას ადგილი არ აქვს.

რამიშვილის თქმით კი, ექსპერტიზის დასკვნას სრულად არ ეთანხმება და უკან დახევას არ აპირებს.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.