მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება

რუსთავი 2-ის ინფორმაცია

„გამტაცებელი და 3 მძევალი, რომლებმაც დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს ზუგდიდი, არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდებიან“, - ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამტაცებელი კვალის არევის მიზნით გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს.

📢 შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

🔴სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ინფორმაციით კი თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა.

📢 სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ხელყუმბარით ხელში დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა. არაოფიციალური ინფორმაციით, გალდავა მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა