მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენაკში ავარიის შედეგად პატრულის თანამშრომელი დაშავდა

ავარია სენაკში

სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე