მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენაკში სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს

არ გადაკვეთო

სენაკის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს. რამდენიმე უცნობმა მამაკაცმა სახლიდან სხვადასხვა ნივთი და ფული წაიღო.

ყაჩაღობის დროს თავად სასულიერო პირი სახლში არ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.