მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის ბიძა: ნაძალადევიდან 5 მანქანით წავიდნენ მკვლელი ბრიგადები

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი
მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ფიზიკურ კონფლიქტში მონაწილე პირებმა, ნაძალადევზე წასვლის შემდეგ, ძალების მობილიზებაზე იზრუნეს.

მისი თქმით, ნაძალადევიდან 5 მანქანა დაიძრა.

„მას შემდეგ, რაც ნაძალადევზე წავიდნენ ფიზიკურ კონფლიქტში მონაწილე პირები, მოახდინეს ძალების მობილიზაცია და 5 მანქანით წავიდნენ მკვლელი ბრიგადები, რათა ვიღაცისთვის ანგარიში გაესწორებინათ. აქედან, 3 დანიშნულების ადგილზე ვერ მოხვდა, ზოგს გზა აებნა, ზოგი ცოტა გვიან მივიდა, და ა.შ. საქმეში 2 მანქანა არის ცენტრალური. თავიდან, ორგანიზება გაეწია 5-ვე მანქანის იქ ჩასვლას, საბოლოოდ კი 2 აღმოჩნდა შემთხვევის ადგილას. ამ ორივე მანქანას შორის, ინტენსიური კონტაქტი იყო, თუმცა, არ ვიცი იცოდნენ თუ არა „მერსედესში“ მყოფმა პირებმა მკვლელობის შესახებ, ვმუშაობთ ამის დაზუსტებაზე“.- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, დაბადების დღის წვეულებიდან დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 21 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, დღეს, 11 აგვისტოს, 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.