მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე ვახო ახვლედიანი დღეს ჩვენებას მისცემს

მცხეთის სასამართლოს შენობა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ოქრო მოწმე ვახტანგ ახვლედიანი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ჩვენებას მისცემს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე მივიდა ვახო ახვლედიანი თავის უფლებადამცველთან ერთად.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ჩიქოვანის ადვოკატის კახა წერეთლის თქმით, ახვლედიანი დეტალურად გაიმეორებს იმ ჩვენებას, რომელიც გამოძიებას მისცა.

„ვახტანგ ახვლედიანი დაასახელებს იმ გარემოებებს, რაც მისთვის ცნობილია და ბუნებრივია, დაადასტურებს იმ ჩვენებებს, რაც მისცა გამოძიებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, ახვლედიანი დღეს 6 არასრულწლოვნის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.