მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა შესაძლოა საკანი დატოვონ

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა შესაძლოა საკანი დატოვნონ.

საკნის დატოვება იმ შემთხვევაში მოხერხდება თუ საბურთალოელებიდან 3 სრულწლოვანს გაუფორმდება საპროცესო ხელშეკრულება. ესენი არიან საბა გოგსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე.

ბრალდებულები საბედისწერო ღამეს აგარაკის ეპიზოდში მონაწილეობდნენ, გამოძიება კი მათ ცემასა და ძალადობას ედავება.

საპროცესო ხელშეკრულება სავარაუდოდ, აღიარებითი ხელშეკრულების სანაცვლოდ უნდა გაფორმდეს. თუკი პროკურატურა საპროცესო ხელშეკრულებას გააფორმებს საბურთალოელებთან, მათ ბრალის აღიარება მოუწევთ.

საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის თქმით, შესაძლოა მან მიმართოს პროკურატურას ამ მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ამჟამად სამივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ადვოკატების თქმით, ისინი ჩვენებას სასამართლოში მისცემენ.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 არასრულწლოვანი და 6 სრულწლოვანი პირია დაკავებული. 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო 12-ს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილი 21 ივნისს მაშველებმა არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.