მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენების ადვოკატი: ბრალდების მხარემ ფორმალურად ილაპარაკა

შაქრქაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

„სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად მოგვევლინა. ისეთი განცდა მქონდა, რომ თავის გადაწყვეტილებას თვითონ არ ეთანხმებოდა“, - ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სპორტსმენების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გიორგი შაქარაშვილთან შეხება არ ჰქონიათ.

„ხმა უკანკალებდა ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდა. ამით სასამართლომ ფაქტობრივად, უფრო გააღრმავა ის დაპირისპირება, რა დაპირისპირებაც საზოგადოებაში არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შაქარაშვილთან შეხება არ ჰქონიათ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ შეხება არ ჰქონიათ და 17 პირი, რომელიც აქტიური სპორტით არის დაკავებული, ეს ადამიანები ციხეში გაუშვა სასამართლომ. მოსამართლის დასაბუთება იყო ნული, 10 წუთის განმავლობაში ბრალდების მხარემ ფორმალურად ილაპარაკა, ფაქტობრივად, არც ილაპარაკა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც არის სრული ნონსენსი. რა თქმა უნდა, სამართლებრივად ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და არ არის გამორიცხული, საქმე სტრასბურგშიც ვიხილოთ“, - აღნიშნა კობაიძემ „ფორმულას“ ეთერში.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.