მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს ბრალდებულის სტატუსი შეუნარჩუნდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის წინასასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობების სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, ყველა არასრულწლოვანს საქმეზე კვლავ ბრალდებულის სტატუსი შეუნარჩუნდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითი განხილვისთვის გადაიცა.

საქმის არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ჩაინიშნა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი 31 ივლისს პატიმრობაში დატოვა. გარდაცვლილის ბიძის, ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, არასრულწლოვნებიდან ორს ბრალი 109, განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთის უნდა წარედგინოს.

ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.