მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა დაიწყო

მოსამართლის ჩაქუჩი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ძალაში დატოვებაზე იმსჯელებს.

დაკავებულების ადვოკატები სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ, რომელთა შორის გარკვეული მტკიცებულებების დაშვება-დაუშვებლობის, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისა და სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის საკითხები იქნება.

მათი განცხადებით, მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მოსამართლისგან აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ მოელიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.