მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინა

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5- ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა“, - აღნიშნა პროკურორმა.

მისი თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნით, ფეხით ან ქვით.

საქმეზე დაკავებულ 5 პირს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ორ არასრულწლოვანს ..-სა და ..-ბრალი სსკ-ის 109- მხულის მეორე ნაწილის ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ დანარჩენ 12 პირს ბრალი, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.