სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტს დაკითხავენ

დამოუკიდებელი ექსპერტი
15:26 15.09
დაკოპირებულია

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 15 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს დაკითხავენ.

გეჯაძე არასრულწლოვნების პროცესზე იკითხება, რომლებსაც გამოძიება ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებას ედავება. პარალელურად დღეს მცხეთაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესიც გაიმართება.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ის 6 არასრულწლოვნის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარა ბრალდების მხარემ.

ექსპერტის თქმით, ამ საქმეში მას მხოლოდ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი აქვს დათვალიერებული და მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილს.

არასრულწლოვნების ადვოკატებმა არ იციან თუ რატომ გახდა საჭირო ალექსანდრე გეჯაძის დაკითხვა.

„მე წარმოვადგენ ბრალდების მოწმეს, შესაბამისად, როგორც მონაწილე ექსპერტი დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე. შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც შაქარაშვილს შეუზღუდავდა მოძრაობის შესაძლებლობას“,- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა მის მოსპობას არ გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.


საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა...
20:35
„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ...
20:09
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალებ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
ზუგდიდის მერი მოქალაქეებს ჯანდაცვის სამი...
„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მ...
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღ...
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური...
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...