მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

„არც აქამდე მქონია პრეტენზია და გავრცელდეს მათზე ამნისტია, წინააღმდეგი არ ვარ,“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა.

ბრალდებულების ამნისტიით გათავისუფლებას დაეთანხმა საქმის პროკურორიც.

ამ პოზიციის შემდეგ, ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ.

ინფორმაციისთვის, 11 იანვარს შაქარაშვილის საქმეზე, პირველ ეპიზოდში ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - ჩხარტიშვილი, გოგშელიძე და წაქაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.