მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დღეიდან დაიწყება

ნაფიც მსაჯულთა შერჩევა

დღეიდან, 19 ოქტომბრიდან გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება.

არსებული ცნობით, გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება, რომელთაც შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული პირების ბედი ნაწილობრივ უნდა გადაწყვიტონ.

სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ შემდეგი ბრალდებულების საკითხს: ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილის.

ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა თქვან არიან თუ არა ეს პიროვნებები დამნაშავენი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი 5 პირს ედება, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

მიმდინარე წლის 21 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს.

ინფორმაციისთვის, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.