მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მცხეთაში დღეს, 27 ოქტომბერს გაგრძელდება.

როგორც ცნობილია დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის იყვნენ ე.წ. ოქროს მოწმეებიც.

უფლებადამცველების თქმით, სასამართლოზე მათი დაცვისქვეშ მყოფთა დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა და ასეც გაგრძელდება, რაც ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებს.

როგორც ცნობილია, პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.