სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

მცხეთის სასამართლოს შენობა
09:25 16.10
დაკოპირებულია

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გრძელდება.

პროცესი დღეს, 16 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან. მათ სასამართლო გარდაცვლილ ფეხბურთელზე ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

ერთ-ერთი სრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დასაკითხია საქმეში ბრალდებული 5 პირი და მათი დაკითხვით დამთავრდება სასამართლო გამოძიება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მთლიანობაში 6 პირია დასაკითხი, ბოლო პროცესზე დაიკითხა არასრულწლოვანი ზ.ხ. დანარჩენი 5 ბრალდებული დაიკითხება იმის მიხედვით თუ რამდენად საკმარისი იქნება დრო სასამართლო განხილვისას.

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, მათ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორისთვის საშემოსავლო გ...
14 წუთის წინ
„არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყვ...
21 წუთის წინ
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებ...
29 წუთის წინ
აზოვის ზღვაში რუსული ტანკერი „გენერალი აზი ასლანოვი“ აფეთქდა. აფეთქების შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნ...
33 წუთის წინ
თსუ-ს კორპუსის რემონტი თსუ-ში ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის პ...
ახალი ერთობლივი ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის...
39 წუთის წინ
ალექსანდრე მოწერელია აბაშაში, მარტვილში,...
„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდ...
პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფ...
პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3...
აზერბაიჯანული და სომხური მხარე ერთმანეთს...
სომხეთისა და აზერბაიჯანის ამერიკულმა შეთანხმებამაც ვერ იმუშავა, მხარეები ცეცხლის...