მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმის განხილვას დაკავებულები და ადვოკატები არ ესწრებოდნენ - პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვას დაკავებულები და მათი ადვოკატები სასამართლო პროცესის განხილვას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. 

როგორც ცნობილია მიზეზი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმის განხილვისთვის დამატებითი პროცესები ჩაინიშნა.

პროტესტის გამო სასამართლომ დანაშაულში მხილებულ პირებს ადვოკატები დაუნიშნა საზოგადოებრივი წესით.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიდო, შუამდგომლობა საქმეში ახლად ჩართულ იურისტებს ეკუთვნით.

როგორც საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აღნიშნავს, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ არ იცნობს სრულყოფილად საქმის მასალებს და არ შეხვედრია ბრალდებულებს.

„ამ შუამდგომლობის გამო, მან მოითხოვა დრო. შესაბამისად, ის ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულებს ჰყავდათ აღნიშნულის დანიშვნამდე, რომ გამოცხადებულიყვნენ დღევანდელ სხდომაზე და მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო პროცესზე, რა თქმა უნდა არ გაჭიანურდებოდა საქმე.

მიგვაჩნია, რომ ყველა ის ქმედება, რომელიც პროცესის გადადებასთან არის დაკავშირებული, მიმართულია მის გაჭიანურებასთან და ეს გამომდინარეობს დაცვის მხარის მიზეზით“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.