მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება შემთხვევით მოვარტყიო და ბოდიშს ვუხდიო“- სანაიას საქმის ბრალდებულთა ადვოკატი

ადვოკატი

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ადვოკატმა დავით ჩიხრაძემ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. 

დავით ჩიხრაძის განცხადებით, ბრალდებულებს მომხდართან დაკავშირებით აქვთ საკუთარი ვერსია. მათი თქმით, თავდაპირველად ვახო სანაიასა და ვაჟა გიგაურს შორის მოხდა დაპირისპირება, ხოლო დანარჩენი ორი პირი მათ გაშველებას ცდილობდა.

„წაუყენეს ბრალი სახელაშვილს მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით დევნით, ანუ 156-ე მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო საყევარიშვილს ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობასთან დევნის მუხლით.

საყევარიშვილი ამბობს, ჩვენ მაშველები ხომ გადაგვიდგნენ, მე რომ მივდიოდი, მიშორებდნენო, შეიძლება შემთხვევით მოვარტყიო და ბოდიშს ვუხდი, იმიტომ, რომ მე ასეთი განზრახვა არ მქონიაო.

არ აღიარებენ... ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, საერთოდ, ჟურნალისტი არც გვიხსენებიაო" - განაცხადა ადვოკატმა დავით ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა მოხდა. ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა მათ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იზოლატორში უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები. ამის შემდეგაც სასამართლომ უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს“- ნინო ლომჯარია

✔️„ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია“ - ოპოზიციის განცხადება

✔️„ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს