მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

მოწევა აკრძალულია

დღეს, 25 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47,600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.