მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილე და კელი დეგნანი სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ

გამოძიების ტრენინგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების საკითხებზე, დაზარალებულის გამოკითხვის, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვების და
დამუშავების პროცესზე, ასევე, გამოძიების დროს სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის თაობაზე და ა.შ.

სასწავლო კურსის დახურვას აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

აშშ-ის ელჩმა სექსუალური ძალადობის გამოძიების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.