მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაზრდილია

ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.