მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ესებუას გადაადგილების შესახებ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს

შსს-ს განცხადება ესებუასთან დაკავშირებით

შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის გადაადგილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔊 ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

🔊 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა და შემდგომ ისინი გაათავისუფლა.

🔴 ამჟამად, ბადრი ესებუას სამძებრო სამუშაოები გრძელდება.