სამართალი

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში
21:58 03.06
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრი გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან და ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

"2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახმკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
ზღვაზე დასვენება

როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობ...

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქ...
ფოთში 43 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სა...
18:02
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა. „იწყება ეროვნული გამოცდები...
17:52
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ...
17:14
60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი. რ...
16:57
პოლიციის შენობა მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-...
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანა გ...
კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრე...
საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ და...
რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პა...
ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთ...
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის...
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიც...